"სიტიმ" "რეალი" გაანადგურა, მადრიდელები მანჩესტერელებს მილიონჯერ ჩამორჩებიან" - პოლ მერსონი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" "მანჩესტერ სიტი" თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:3 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა პოლ მერსონმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა "სიტიმ" დაიმსახურა, თუმცა "რეალს" გაუმართლა.

"მატჩის შედეგი სამარცხვინო იყო, "სიტი" "რეალთან" ისე გამოიყურებოდა, როგორც ამას "ლუთონთან" აკეთებს ხოლმე.

"რეალი" მომდევნო ეტაპზე გამართლების ხარჯზე გავიდა, ისინი უბრალოდ განადგურდნენ.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური მატჩი, რაც კი ოდესმე მინახავს. ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა.

"ბლანკოსი" "ქალაქელებს" მილიონჯერ
ჩამორჩება", - განაცხადა მერსონმა.

 

altმერსონი - გვარდიოლაზე: როგორ შეიძლება იყო საუკეთესო მწვრთნელი, როცა 22-ქულიანი ჩამორჩენა გაქვს?

მკითხველის კომენტარები / 18 /
და ეგ რომ კარლოს ტაქტიკა იყო არა? გადაუხვია თავის სტილს და სრულად გაამაგრა საჯარიმოს მისადგომები. გამართლების გარეშე კი სპორტში შედეგი არ მოდის.
???
19 აპრილი 2024 12:02
0
როცა შემთხვევითობები ხშირად მეორდება,ეს უკვე კლასს ნიშნავს.რეალმა იცის,რა უნდა,როგორ უნდა და აღწევს,დასახულ მიზანს.მისი გულშემატკივარი არ ვარ,მაგრამ რეალი, სწორედ ამიტომ არის რეალი,მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი.ამით ოდნავაც არ ვამცირებ,სიტის,რომელიც დიდ უპირატესობას ფლობდა და იმსახურებდა გამარჯვებას.ბოროდინოს გრანდიოზული ბრძოლის შემდეგ,მგონი ნაპოლეონს აქვს ნათქვამი:ფრანგებმა დაამტკიცეს,რომ გამარჯვებას იმსახურებდნენ,რუსებმა კი,თავისი უძლეველობა.სიტი გამარჯვებას იმსახურებდა,მაგრამ რეალმა, თავის მიზანს მიაღწია.
სოსო
19 აპრილი 2024 11:58
2
cry is free my friend
გივი
19 აპრილი 2024 11:37
1

სიახლეები პოპულარული