ტიერი ანრი: ხალხი იტყვის, რომ "სიტი" "რეალზე" უკეთესი იყო, თუმცა მატჩს დაცვა იგებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ "სიტიმ" მეტოქე დაჩაგრა, თუმცა "ბლანკოსი" დაცვაში საუცხოოდ გამოიყურებოდა.

"მანჩესტერ სიტის" თამაშების ყურება მიყვარს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვაში შეუცდომლად თამაშია. მადრიდის "რეალი" მთელი მატჩის განმავლობაში ჭკვიანურად მოქმედებდა და ყველაფერს აკონტროლებდა.

საუკეთესო გუნდი სწორედ ის იყო, რომელმაც დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვა, ასეთი კი ანჩელოტის გუნდი იყო", - განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბაიერნს" დაუპირისპირდება, გუნდებს შორის პირველი მატჩი 30 აპრილს,
გერმანიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა - 8 მაისს, ესპანეთში.

alt"როცა თამაშებს აგებდა, ცუდ მწვრთნელს ეძახდით, ახლა კი დარჩენას სთხოვთ?" - ანრიმ ხავიზე ისაუბრა

alt"ეს ფეხბურთელი მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელია" - ტიერი ანრი

altტიერი ანრი: "რეალის" შემთხვევაში ეს მაგიჟებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
კი ვეთანხმები ანრის რომ თამაშს დაცვა იგებს,მაგრამ ვერ დავეთანხმები იმაში რომ რეალი დაცვაში კარგად იდგა, დაცვაში კარგად იდგა მაურინიოს ინტერი, აი რეალის დაცვა ააწიოკეს, თითქმის 100% მოუგო დოკუმ კარვახალს,არც მაინცდამაინც დაცვის ცენტრი იყო მოწოდების სიმაღლეზე, უბრალოდ სიტიმ იმდენი მომენტი გაანიავა, დე ბრუნიმა კიდევ 10-ჯერ რომ დაარტყას ცარიელ კარში გადაცილებულს ვგულისხმობ ძირითადი დროის შემდეგ,9-ს აუცილებლად გაიტანს.იღბალმა უფრო ითამაშა დიდი როლი ვიდრე რეალის კარგმა დაცვამ. ია ბარსამ 10 კაციან ინტერს ფაქტობრივად მომენტიც ვერ შეუქმნა,ეგ იყო დაცვაში კარგი თამაში. ესე დიდ გუნდს მეორე დიდი გუნდი დაეჩაგროს და წაეგოს მე არ მახსენდება.
საქართველო
20 აპრილი 2024 06:58
8
აუფ :d :d :d
კიდევ ბევრჯერ გაუმართლებს რეალს და არ გაგიმართლებთ ანტი მადრიდისტებს (ძირითადად ბარსას ფანებს) ფეხბურთში.
უმართლებთ ძლიერებსო, ასე არ ამბობენ?
რეალობა
21 აპრილი 2024 02:34
0
ნაკლები შეცდომა როგორ დაუშვა როცა ანგარიში 1-1 დამთავრდა? ეს ნიშნავს შეცდომა ერთნაირად დაუშვეს ორივე თამაში 3-3 და 1-1 .
G.LA
20 აპრილი 2024 03:03
12
ნაკლები შეცდომა პროცენტულად იგულისხმა და არა რაოდენობრივად
სიმენონი
20 აპრილი 2024 15:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული