ჩემპიონთა ლიგა. II ტური: კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა - "რეალმაც" წააგო და "ბაიერნმაც" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, მეორე სათამაშო დღეს დარჩენილი 7 მატჩი გაიმართა.

„შტურმი“ საკუთარ მოედანზე „ბრიუგესთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „შტურმი“ უქულოდაა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 22 ოქტომბერს სახლში „სპორტინგთან“ ჩაატარებს.

„ასტონ ვილამ“ „ბაიერნს“ 1:0 სძლია, „ლილმა“ კი ამავე ანგარიშით „რეალს“ მოუგო. „იუვენტუსი“ მეკარე დი გრეგორიუს გაძევების გამო 59-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა „ლაიფციგთან“, მაგრამ თამაში მაინც შემოუტრიალა (3:2). „ბენფიკამ“ სახლში“ ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა. „ლივერპულმა“ 2:0 დაამარცხა „ბოლონია“, ხოლო ზაგრების „დინამო“ „მონაკოსთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

გრაცი.
„მერკურ არენა“

შტურმი - ბრიუგე 0:1
გოლი: ციოლისი (23)

ბირმინგემი. „ვილა პარკი“
ასტონ ვილა - ბაიერნი 1:0
გოლი: დურანი (79)

ლისაბონი. „და ლუში“
ბენფიკა - ატლეტიკო 4:0
გოლები: 1:0 აკტიურკოღლუ (13), 2:0 დი მარია (52, პენ), 3:0 ბა (75), 4:0 კეკჩიუ (84, პენ)

ზაგრები. „მაქსიმირი“
დინამო (ზ) - მონაკო 2:2
გოლები: 1:0 სუჩიჩი (45+3), 2:0 ბატურინა (66), 2:1 სალისუ (74), 2:2 ზაკარია (89, პენ)

ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - რეალი 1:0
გოლი: დევიდი (45+2, პენ)

ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - ბოლონია 2:0
გოლები: 1:0 მაკალისტერი (11), 2:0 სალაჰი (75)

ლაიფციგი. „რედ ბულ არენა“
ლაიფციგი - იუვენტუსი 2:3
გოლები: 1:0 შეშკო (30), 1:1 ვლაჰოვიჩი (50), 2:1 შეშკო (65, პენ), 2:2 ვლაჰოვიჩი (68), 2:3 კონსეისაო (82)
გაძევება: დი გრეგორიუ (59, იუვენტუსი)


მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თუ ლიგაა რა კიდე. საერთოდ ვერ ვგრძნობ იმ მომენტს ადრე რომ მქონდა ლიგის დაწყების წინ
რაბუ
09:03 03-10-2024
1
მაინც რეალი მოიგებს ამ ტურნირს
ფენომენო
10:39 03-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული