პსჟ-მა "შტუტგარტი" გაანადგურა - ხვიჩა პლეი-ოფში ითამაშებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მერვე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „შტუტგარტი“ 4:1 დაამარცხა.

„პარი სენ ჟერმენმა“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. უსმან დემბელემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ბრედლი ბარკოლამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარიზული გუნდი 13 ქულით მე-15 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში იასპარეზებს, სადაც უკვე თამაშის უფლება ხვიჩა კვარაცხელიას ექნება.

კენჭისყრა 31 იანვარს ჩატარდება - მატჩები 11/12 და 18/19 თებერვალს გაიმართება. პლეი-ოფში „პარი სენ ჟერმენი“ „მონაკოს“ ან „ბრესტს" შეხვდება, ხოლო თუ მერვედფინალში გავიდა, „ბარსელონას“ ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

პსჟ შემდეგ
მატჩს 1-ელ თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეოცე ტურში სტუმრად „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

შტუტგარტი. „MHP არენა“
შტუტგარტი - პსჟ 1:4
გოლები: 0:1 ბარკოლა (6), 0:2 დემბელე (17), 0:3 დემბელე (35), 0:4 დემბელე (54), 1:4 ფიურიხი (74)

altFoot Mercato: ბარკოლა კვარაცხელიას ომს ჰპირდება - ქართველის პსჟ-ში გადასვლამ ფრანგი არ გაახარა

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგია რომ მოიგო პსჟ-მ . ამით ხვიჩასაც მიეცა შანსი ლიგაზე თავი გამოიჩინოს, მაგრამ ბარკოლას სკამზე დასმა ამ ეტაპზე დიდი უსამართლობა იქნება. არ ვიცი რას მოიფიქრებს ენრიკე, ალბათ ორივეს დააყენებს, მაგრამ ხვიჩას ცენტრფორვარდობა ძნელად წარმომიდგენია. მისი ადგილი მაინც ფლაგზე მგონია. 75მილიონს შემცვლელის ფეხბურთელში არ იხდიან. ესეც ფაქტია. დიდი თავსატეხი გაუჩნდა ლუის ენრიკეს.
დავით 67
02:48 30-01-2025
3
ძალიან მაგარია, კიდე ერთი პლაცდარმი და შესაძლებლობა ხვიჩასთვის. არ მესმის რა არის სანერვიულო?... კაცი მოხვდა სუპერ გუნდში, სასწაულ შემადგენლობაში, სადაც ამ ხალხის პარტნიორობა და კონკურენცია კიდე უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანს (პოტენციურ ტიტულებზე აღარაფერს ვამბობ) და გააძლიერებს. 3 ფრონტზე იბრძვის გუნდი და ფინიშისკენ კიდე უფრო გამწვავდება ეს ბრძოლები, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ძალების გადანაწილება და შემადგენლობის როტაცია. ვინც მართლა ნერვიულობთ გეტყვით, რომ პსჟ-ში ხვიჩას სკამზე დასმის არც სურვილია და არც შესაძლებლობა/ფუფუნება. გაცილებით მეტ დროს გაატარებს ხვიჩა აქ მინდორზე, ვიდრე ნაპოლიში გაატარებდა. და ვინც ჩასაფრებული პოზიციიდან ჭიკჭიკებთ, დიდხანს მოგიწევთ სანგრებში ყოფნა, ამოდით ზემოთ, არ გაცივდეთ :))
Irakli Apkhaidze
10:16 30-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული