
პირველი შეხვედრა „ფეიენოორდს“ როტერდამში 1:0 ჰქონდა მოგებული. სახლში "მილანი" პირველივე წუთზე მექსიკელმა სანტიაგო ხიმენესმა დააწინაურა, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში „ფეიენოორდში“ თამაშობდა. 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მცველმა თეო ერნანდესმა და „როსონერი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც ხულიან კარანსამ თავურით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს მერვედფინალის საგზური მოუპოვა.
მილანი. „სან სირო“
მილანი - ფეიენოორდი 1:1
გოლები: 1:0 ხიმენესი (1), 1:1 კარანსა (73)
გაძევება: ერნანდესი