
ყველაზე ცოტა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ იცოდა, შიდა ასპარეზზე სადარდებელი არაფერი ჰქონდა, საერთაშორისო დონეზე კი მერვედფინალში დიდი მატჩი ელოდა. თეორიულად, ესპანელი სპეციალისტი აქამდე სწორად დაგეგმილად მივიდა, ფეხბურთელების ძალები გადაანაწილა, შეტევაში პოზიციების ცვლაზე აქცენტით კი "ლივერპულს" მეტი საფიქრალი დაუტოვა. ამას
მაშ, რა აკლდა პსჟს? ერთ-ერთი პირველი ალბათ თავდაჯერება იყო, რაც იმის განცდაში გამოიხატებოდა, მასპინძელი გუნდი დროს ვერ აკონტროლებდა, ფიქრობდა, რომ ყოველი წამი მეოთხედფინალს აშორებდა. ამ დროს რა "იკითხებოდა" მეორე მხარეს? - მერე რა, რომ გვიტევენ, უპირატესობა აქვთ, ჩვენ ვართ უკეთესი და უფრო გამოცდილი გუნდი, "ოქროს შეცვლით", მეკარით, რომელიც დღეს უბრალოდ გოლს არ გაუშვებს... ესაა ზუსტად ის გამოცდილება, რაც "ლივერპულს" სხვაზე ჭარბად აქვს, აი, მადრიდის „რეალს“ კი მათზე მეტად, რაშიც არაერთხელ თავადაც დარწმუნდნენ.
ამჯერად ალისონმა იფრინა...

გამოდის, "ახალი" გუნდები ტრადიციულ ტურნირს ვერ მოიგებენ? ლონდონის "ჩელსისა" თუ "მანჩესტერ სიტის" მაგალითები სხვაა. ეს თასი "პორტუსაც" აღუმართავს. მოიგებენ... მას შემდეგ, რაც თავიანთ არსენალში პრაგმატიზმს გააძლიერებენ, მაქსიმალურად გამოიყენებენ საგოლე შანსებს, დაცვაში კი ერთი წამითაც არ მოდუნდებიან. შემთხვევითი არც ისაა, ამ დონის გუნდების მეკარეები რომ "დაფრინავენ" ხოლმე (პარალელურად ბარსელონას მეკარე შჩესნიც ასე იყო) ეგეც თითქოს უკვე ნანახია, ერთი უტევდა, მეორემ გაიმარჯვა...
ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ჯერ კიდევ, განმეორებითი მატჩის პრიზმაში, დიდი მნიშვნელობა ექნება. როცა იცი, აუცილებლად მოსაგები გაქვს. ლივერპულელებს კონტრშეტევა მაგრად შეუძლიათ და საკუთარი მოედნის ფაქტორის მიუხედავად, იქნებ მაქსიმალურად ზემოთ აწეული პარიზელებიას დასჯა ასე სცადონ. ენრიკეს შემადგენლობა კი გამოკვეთილი ჰყავს, თუმცა მისი რევიზია მოუწევს. დროის მენეჯმენტი ახლაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად ის, სასტარტოში 4 შემტევი იყოს, თავიდანვე ამის გაკეთება მოწინააღმდეგის შანსებს ხომ არ გაზრდის ისე, მერე გამოსწორებაც გაჭირდეს. ეს საკითხები სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. ასევე, შესაძლოა, სამ ცენტრალურ მცველს იმ იმედით დაეყრდნონ, ფლანგებს შეტევაში ჩართვისა და უპირატესობის შექმნა შეეძლოთ, მაგრამ ამ ლივერპულელებს კონტრშეტევებთან გასამკლავებლად ეს საქმე რამდენად გამოდგება?!
ჩვენთვისაც რთულია, ახლა ლიგა 1-ის მორიგ ტურზე გადავერთოთ, ვიცით რომ იქ პსჟ "მეფეა", მთავარი და რთული გამოწვევები ისევ "ლივერპულთან“ დაპირისპირებას უკავშირდება. ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც რა ძნელია, როცა ასეთ გოლს "მოგპარავენ", სადაც შენი ფეხის ნაწილით არანაირი უპირატესობა არ მიგიღია... ამ მოცემულობისა და ემოციებისთვის "კვარა" ჩვენგან მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!..
კვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]
კვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური მარცხი განიცადა [VIDEO]
ვარი კი არ დაგვეხმარა, თავის საქმე გააკეთა. რატო აიმიჟეთ ვიღაცეებმა რომ ვარი როდისმე დაეხმარა ჩვენ ნაკრებს? საქართველოს ნაკრებს იქით გვაქს ვართან სადავო. ბოლომდე ვერ გაართვა თავი და ავტორიტეტების სასარგებლოდ ჩათვალა გოლი, რომელიც ვარის გარეშეც არ ჩაითვლებოდა. ესპანელების პირველ გოლზე მაქვს საუბარი. აშკარად ჩანდა თამაშგარეში მყოფი ფეხბურთელი როგორ ეფარებოდა ბურთს და მამარდას შორის.