ხვიჩამ ამ ორ საკითხზე დაგვაფიქრა... რა აკლდა პსჟს და რა იკითხებოდა მეორე მხარეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მაგრად ითამაშა, ლამაზად და შემართებით. ორ საკითხზე უფრო მეტად დავფიქრდით, ვიდრე წინა წლებში. ერთი ისაა, თუ რა აკლდება პსჟს ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის, მეორე კი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების უაზრო წესს ეხება, რისი შეცვლაც მალეა დაგეგმილი...

ყველაზე ცოტა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ იცოდა, შიდა ასპარეზზე სადარდებელი არაფერი ჰქონდა, საერთაშორისო დონეზე კი მერვედფინალში დიდი მატჩი ელოდა. თეორიულად, ესპანელი სპეციალისტი აქამდე სწორად დაგეგმილად მივიდა, ფეხბურთელების ძალები გადაანაწილა, შეტევაში პოზიციების ცვლაზე აქცენტით კი "ლივერპულს" მეტი საფიქრალი დაუტოვა. ამას
ეფექტიც მოჰყვა, არავინ იცოდა, რომელი ფეხბურთელი საიდან რას შექმნიდა, თუმცა ჯერჯერობით შედეგი უარყოფითია.

მაშ, რა აკლდა პსჟს? ერთ-ერთი პირველი ალბათ თავდაჯერება იყო, რაც იმის განცდაში გამოიხატებოდა, მასპინძელი გუნდი დროს ვერ აკონტროლებდა, ფიქრობდა, რომ ყოველი წამი მეოთხედფინალს აშორებდა. ამ დროს რა "იკითხებოდა" მეორე მხარეს? - მერე რა, რომ გვიტევენ, უპირატესობა აქვთ, ჩვენ ვართ უკეთესი და უფრო გამოცდილი გუნდი, "ოქროს შეცვლით", მეკარით, რომელიც დღეს უბრალოდ გოლს არ გაუშვებს... ესაა ზუსტად ის გამოცდილება, რაც "ლივერპულს" სხვაზე ჭარბად აქვს, აი, მადრიდის „რეალს“ კი მათზე მეტად, რაშიც არაერთხელ თავადაც დარწმუნდნენ.

ამჯერად ალისონმა იფრინა...

Sportall.Ge

გამოდის, "ახალი" გუნდები ტრადიციულ ტურნირს ვერ მოიგებენ? ლონდონის "ჩელსისა" თუ "მანჩესტერ სიტის" მაგალითები სხვაა. ეს თასი "პორტუსაც" აღუმართავს. მოიგებენ... მას შემდეგ, რაც თავიანთ არსენალში პრაგმატიზმს გააძლიერებენ, მაქსიმალურად გამოიყენებენ საგოლე შანსებს, დაცვაში კი ერთი წამითაც არ მოდუნდებიან. შემთხვევითი არც ისაა, ამ დონის გუნდების მეკარეები რომ "დაფრინავენ" ხოლმე (პარალელურად ბარსელონას მეკარე შჩესნიც ასე იყო) ეგეც თითქოს უკვე ნანახია, ერთი უტევდა, მეორემ გაიმარჯვა...

ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ჯერ კიდევ, განმეორებითი მატჩის პრიზმაში, დიდი მნიშვნელობა ექნება. როცა იცი, აუცილებლად მოსაგები გაქვს. ლივერპულელებს კონტრშეტევა მაგრად შეუძლიათ და საკუთარი მოედნის ფაქტორის მიუხედავად, იქნებ მაქსიმალურად ზემოთ აწეული პარიზელებიას დასჯა ასე სცადონ. ენრიკეს შემადგენლობა კი გამოკვეთილი ჰყავს, თუმცა მისი რევიზია მოუწევს. დროის მენეჯმენტი ახლაც მნიშვნელოვანი იქნება. მაგალითად ის, სასტარტოში 4 შემტევი იყოს, თავიდანვე ამის გაკეთება მოწინააღმდეგის შანსებს ხომ არ გაზრდის ისე, მერე გამოსწორებაც გაჭირდეს. ეს საკითხები სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. ასევე, შესაძლოა, სამ ცენტრალურ მცველს იმ იმედით დაეყრდნონ, ფლანგებს შეტევაში ჩართვისა და უპირატესობის შექმნა შეეძლოთ, მაგრამ ამ ლივერპულელებს კონტრშეტევებთან გასამკლავებლად ეს საქმე რამდენად გამოდგება?!

ჩვენთვისაც რთულია, ახლა ლიგა 1-ის მორიგ ტურზე გადავერთოთ, ვიცით რომ იქ პსჟ "მეფეა", მთავარი და რთული გამოწვევები ისევ "ლივერპულთან“ დაპირისპირებას უკავშირდება. ხვიჩა კვარაცხელიასთვისაც რა ძნელია, როცა ასეთ გოლს "მოგპარავენ", სადაც შენი ფეხის ნაწილით არანაირი უპირატესობა არ მიგიღია... ამ მოცემულობისა და ემოციებისთვის "კვარა" ჩვენგან მხოლოდ მადლიერებას იმსახურებს!..

altკვარაცხელია: გოლის გაუქმებამ გული ძალიან დამწყვიტა [VIDEO]

altკვარაცხელიას გოლი გაუუქმეს - პსჟ-მა "ლივერპულთან" ალოგიკური მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ლივერპულის ქომაგების გარდა,ყველა ცდილობს დააკნინოს ლივერპულის შედეგი,თუმცა გაუგებარია რატომ. რა უნდათ,რას უნდა ერჩოდნენ ლივერპულს? ალბათ,ლივერპულისგან გამწარებული გუნდების ფანები არიან ან ერთი ლარი წააგებინა ტოტალიზატორში. აბა,რა ქონდა ამ თამაშს ისეთი,რატომაც არ შეიძლებოდა ლივერპულს მოეგო? მეკარე კარგად იდგა და ასაღები ბურთები იყო ყველა,ხოდა აიღო. მოდით ნახეთ ლივერპული ნოტინგემის თამაში პრემიერლიგაში,როცა ენფილდზე წააგო ლივერპულმა,მიდით შეამოწმეთ და მერე თქვით,რამდენმა ახსენეთ მაშინ ძარცვა? იმიტო არ გააკეთეთ ეს რო ლივერპული არ მოგწონთ,თუმცა რეალობის აღქმა არ უნდა დაკარგოთ. მთელი თამაში ლივერპული თავზე აჯდა ნოტინგემს,თუმცა ერთი დარტყმით მოიგო ნოტინგემმა,რა არ ეკუთვნოდა? ეს ბიძია ფეხბურთია ჭოკით ხტომა კი არ არის,თავდასხმაც და თავდცვაც გეგმის ნაწილია,მეკარეები ბურთების ასაღებად დგანან კარში. აბა,რეალმა ვერ შეირგო კარიუსის მიცემული საჩუქარი,რომელი იყო იმ ფინალზე გასატანი,ბენზემას რო უპასა ის თუ ბეილის დარტყმული რო ხელიდან გაუვარდა? გაუშვა კარიუსმა და რეალმა დამსახურებულად მოიგო,რა ასე არ არის? ალისონი არის უმაღლესი დონის მეკარე,ამიტომაც ვიძახი რო მისი გაშვება არის ყველაზე დიდი შეცდომა ფეხბურთის ისტორიაში. მამარდას ჩემი თავი შემოევლოს,მარა ამ კაცთან კონკურენცია გაუჭირდება. ხო მართლა,ევროზე ჩეხებთან რამდენი სეივი ქონდა მამარდას,ის ამ გადასახედიდან სამართლიანი იყო? ჩემთვის იყო ისიც და ლივერპულის შემთხვევაც,მამარდამაც და ალისონმაც უმარესი თამაშები ჩაატარეს,იმიტო რო ორივე უმღლესი დონის კიპერია. დონარუმამ ხელი ხო მიარტყა ელიოტის დარტყმულს,რატომ ვერ აიღო? იმიტო რო ის დონარუმაა და აქეთ ალისონი იდგა,ეს არის განსხვავება. ჯერ კაცი მილანს რო დატოვებს და პსჟში წავა,იმის მეკარეობა არ გაიშვას და კაცობა კიდევ. ერთი ზუბიმენდი დაემატებინა ლივერპულს,რომელიც მოყავდათ,მარა კლუბმა თხოვა ზუბის და დარჩა. მერე გენახათ თქვენი გამწარება და კრიახი ლივერპულის შედეგების გამო. ასე გეგონათ,კლოპი წავა და ლივერპულს დაერხევაო,ხოდა სლოტი მაგარი ეშმაკი კაცი ჩანს და არც ლივერპულია ჰოდსონის ლივერპული. ნახეთ რა გავიხსენე,რეალსოსიედადში გაზრდილ კაცს მაგარი ხელფასი და ცხოვრება ეჯღანებოდა ლივერპულში,მარა კლუბმა თხოვა და დარჩა,ეს არის კაცობა. დონარუმა აღზარდა მილანმა და რა გაუკეთა,ფულის გამო წავიდა. ლივერპული ასე არჩევს ფეხბურთელებს,კაცებს და არა ფულის ღორებს. ყველა ლივერპულის ფეხბურთელი,სხვა კლუბში უფრო მეტ ანაზღაურებას აიღებდა,თუმცა ლივერპულში არიან და ბოლომდე იბრძვიან. ჰენდერსონმა მტკივანი მუხლით იტამაშა ერთი ტაიმი ბარსასთან,რა ამას ვინმე იზავს პსჟში? მერე გაუმიზეზდა და ამიტომაც მოუწია წასვლა. ეს არის კლუბის და ფანების დაფასება,სიყვარული და ამბავი,რაც არ აქვს პსჯს.
იასონას უდარი
08:27 07-03-2025
0
რატომ არ გაიმეორეს ხვიჩას მოცელვა [და არა წაქცევა-სხვადასხვაა ]ხჯარიმოში?.
ფიგუ
00:34 07-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული