ტრავმირებული ინიესტა "რეალთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს "ბარსელონას" კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ ინდივიდუალურად ივარჯიშა. როგორც კლუბის საიტი იტყობინება, მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და "რეალთან" ესპანეთის სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ტრავმების გამო "სანტიაგო ბერნაბეუზე" აგრეთვე ვერ იასპარეზებენ რაფინია ალკანტარა და ტომას ვერმაელენი.

ბლაუგრანას თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გადაწყვიტა მადრიდში არ წაიყვანოს არდა თურანი, მარლონი, სერხი სამპერი, მუნირი და დუგლასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული