ბრიტანულ გაზეთს მიაჩნია, რომ "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ცუდი გარიგება იყო - 2014 წელს, "არსენალიდან" 19 მილიონ ევროდ ბელგიელი მცველის ტომას ვერმალენის შეძენა. ამ ფეხბურთელმა ტრავმების გამო, სამი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ამ სიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენა. ის 2009 წელს გადავიდა "ბარსელონაში" "ინტერიდან". გარიგების თანხამ 69.5 მილიონი ევრო შეადგინა. შვედმა გუნდში
ასევე შესულია სიაში "რუბინის" ამჟამინდელი ნახევარმცველი ალექსანდრ სონგი. ის "ბარსელონას" ეკუთვნოდა 2012-16 წლებში, მაგრამ კატალონელთა რიგებში მხოლოდ ორი სეზონი ითამაშა, რის შემდეგაც კიდევ ორი წელი იჯარით "ვესტ ჰემში" გაატარა.
"ბარსელონას" ყველაზე ცუდი შენაძენებში ასევე შესულები არიან: პაულინიო (40 მილიონი ევრო), პაკო ალკასერი (30 მილიონი), ალექსის სანჩესი (26 მილიონი), სესკ ფაბრეგასი (34 მილიონი), დემეტრიო ალბერტინი (800 ათასი), იბრაჰიმ აფელაი (3 მილიონი), რიკარდო კუარეჟმა (6.35 მილიონი), ალექსანდრ გლები (17 მილიონი), დმიტრი ჩიგრინსკი (25 მილიონი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"