პრიმერაზე მე-3 ტურის ლაურეატები დაასახელეს [video]

AutoSharing Option
მე-3 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგას ოფიციალურმა არხმა YouTube-მ "ესპანიოლთან" ჰეთ-ტრიკის შემსრულებელი "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი აღიარა.

საუკეთესო გოლად "ხეტაფეს" ნახევარმცველის მაურო არამბარის მიერ სტუმრად "ლეგანესის" კარში შეგდებული ბურთი მიიჩნიეს.

საუკეთესო სეივი კი "ლევანტეს" მეკარემ რაულ ფერნანდეს-კავადამ განახორციელა, რომელმაც მადრიდის "რეალის" ფორვარდის გარეტ ბეილის დარტყმული ბურთი მოიგერია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაა ვიდეო, რას გვამაიმუნებთ?
კოტე
13 სექტემბერი 2017 11:05
0
ეს რა ახალი ფორმატია? ვიდეო არ იხსნება, მოუსმინეთ ხალხს დააბრუნეთ ძველი ფორმატი.
დათო
13 სექტემბერი 2017 11:03
0

სიახლეები პოპულარული