ზინედინ ზიდანი:"უბრალოდ, ბურთს არ უნდოდა მეტოქის კარში შესვლა. ასეთი ფეხბურთში ხდება ხოლმე. არც მთლად ცუდი მატჩი ჩაგვიტარებია და არც მთლად კარგი. მიყვარს სიტყვა "სიმშვიდე". უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სახლში სამივე შეხვედრა წარუმატებლად დავასრულეთ. არ გვეგონა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, თუმცა ამას ვერაფერს ვეღარ ვუშველით. მომავალ ტურებში მდგომარეობის გამოსწორება გვმართებს".
სერხიო რამოსი:"თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ საუცხოოდ თამაში არ გამოგვივიდა. შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა ეს
ისკო:"თუ სახლში დებიუტში გოლი ვერ გაგვაქვს, მერე ნერვულად ვთამაშობთ. დღეს დაუმსახურებლად გავუშვით მატჩის ბოლოს გოლი. კიდევ კარგი "ბარსელონას" 7 ქულით ახლა ჩამოვრჩით, რადგან სიტუაციის გამოსასწორებლად დრო გვაქვს".