ზინედინ ზიდანი: ჯერ კიდევ გაღიზიანებული ვარ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის პირველი 1/16-ფინალური შეხვედრა მადრიდის "რეალმა" სტუმრად" 2:0 მოუგო "ფუენლაბრადას", წუხელ კი გადახალისებული შემადგენლობით "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრეს დასჯერდა (2:2). აღსანიშნავია, რომ ბლანკოსის ტრავმამორჩენილი თავდამსხმელი გარეთ ბეილი 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ბურთთან პირველი შეხებით ბორხა მაიორალს საგოლედ უპასა.

ნამატჩევს კომენტარი "სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:"მე ჯერ კიდევ გაღიზიანებული ვარ. ვიცოდით, ადვილი თამაში არ იქნებოდა. მეტოქემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. გამახარა შემდეგ ეტაპზე გასვლამ. ჩვენი ძირითადი მიზანი ეს იყო.

ხალხს რაც უნდა ის შეუძლია ილაპარაკოს, მაგრამ უნდა დაენახათ გუნდის
ბოლომდე ბრძოლა. "ფუენლაბრადა" ძალიან კარგი გუნდია, სეგუნდა B-ში არ უნდა ასპარეზობდეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული