ლიონელ მესი: ფეხებში მცირე დაძაბულობას ვგრძნობ

AutoSharing Option
''ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ''იუვენტუსთან'' მატჩში არგენტინელს 35 წუთი, ხოლო ''სპორტინგთან'' დაპირისპირებაში მხოლოდ ნახევარი საათი დაეთმო.

ჟურნალისტები აღნიშნული საკითხით დაინტერესდნენ. მესის თქმით, სეზონი გრძელია და მისი დასვენების ფაქტი გასაკვირი არაა.

''ფეხებში მცირე დაძაბულობას ვგრძნობ. სეზონი გრძელია და მწვრთნელიც უფრო მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მასვენებს. მით უმეტეს, წინ მსოფლიო ჩემპიონატია და ძალების შენახვაა საჭირო. რაც შეეხება  არგენტინის ნაკრებს, ჩვენ  უნდა მოვუმატოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონობის შანსი არ გვექნება'', – განაცხადა მესიმ.

მომზადებულია
GOAL.COM-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული