პორტუგალიელი ორი დღეა ცალკე ვარჯიშობს. ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობისას მიიღო.
არსებობს შანსი, რომ რონალდომ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინოს და შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.
"სამეფო კლუბის" გულშემატკივართათვის კი კარგი ინფორმაცია ისაა, რომ გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა ხვალინდელი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
"რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.