ესპანური პრესა: რონალდომ შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს

AutoSharing Option
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ტრავმა აქვს და შესაძლოა, ხვალ გასამართ "ელ კლასიკოში" მონაწილეობა ვერ მიიღოს.

პორტუგალიელი ორი დღეა ცალკე ვარჯიშობს. ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობისას მიიღო.

არსებობს შანსი, რომ რონალდომ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინოს და შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

"სამეფო კლუბის" გულშემატკივართათვის კი კარგი ინფორმაცია ისაა, რომ გარეთ ბეილი და ქარიმ ბენზემა ხვალინდელი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

"რეალისა" და "ბარსელონას" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული