პერესმა მენდეშს რონალდოსთვის ახალი გუნდის მოძებნა სთხოვა

AutoSharing Option
პორტუგალიური Diario Record-ი ამტკიცებს, რომ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავდამსხმელ რონალდოს აგენტს ჟორჟე მენდეშს შეხვდა და მისი კლიენტისთვის ახალი კლუბის მოძებნის ნება დართო.

ფეხბურთელის კლაუსულა 1 მილიარდი ევროა, მაგრამ ბლანკოსს ალბათ, ამდენად მისი გაყიდვის იმედი არა აქვს.

გამოცემა ირწმუნება, რომ პერესს ძალიან უნდა პსჟ-ს ფორვარდის ნეიმარის შეძენა და თუ კრიშტიანო გაყიდა, ამ თანხით ნეის ტრანსფერის გაჩარხვას შეეცდება.

თავად რონალდომ დღეს ვარჯიშზე თანაგუნდელებს უთხრა, რომ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ და მათი პრიორიტეტი ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა უნდა იყოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული