ფილიპე კოუტინიო დებიუტზე: ცოტა ვნერვიულობდი და ვღელავდი, თუმცა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულმა ფილიპე კოუტინიომ "ესპანიოლთან" (2:0) ესპანეთის თასის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ეს კოუტინიოსთვის სადებიუტო მატჩი იყო "ბარსელონას" შემადგენლობაში. 68-ე წუთზე მან ანდრეს ინიესტა შეცვალა.

"ცოტა ვნერვიულობდი და ვღელავდი, თუმცა შემდეგ დავწყნარდი. მიხარია, რომ "ბარსელონას" მაისურით პირველი წუთები გავატარე მოედანზე. გულშემატკივრების დახვედრა გულისამაჩუყებული იყო.

ჩემთვის ეს განსაკუთრებული საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ყველა, გულშემატკივარიც და ფეხბურთელებიც კარგად შემხვდნენ და დამეხმარნენ.

ჩვენ მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით, მთავარი ესაა. თამაში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, რთული გამოვიდა. მეტოქე კონტრშეტევის მომენტს ელოდებოდა,
მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვაკონტროლებდით თამაშს და კარგი მატჩი ჩავატარეთ და მოგება დავიმსახურეთ", - თქვა კოუტინიომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული