როგორც ანონსირებული იყო, ლა კორუნიას "დეპორტივო" 41 წლის ჰოლანდიელს კლარენს ზეედორფს ჩააბარეს. მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და გუნდის ლა ლიგაში დატოვება დაავალეს.
აქამდე ზეედორფი ჩინეთის "შენიჩჟენში" მუშაობდა.
შეგახსენებთ, "დეპორტივომ" კლარენსის წინამორბედი კრისტობალ პარალო კვირას გადააყენა.