ზინედინ ზიდანი: შექმნილ ვითარებაზე სრულად ვარ პასუხისმგებელი

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელს ზინედინ ზიდანმა გუნდში შექმნილ სიტუაციაზე და პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ შეხვედრებზე RTL-თან ისაუბრა:

"შესანიშნავად მესმის, რომ მუდამ ბლანკოსის მწვრთნელი არ ვიქნები. კარგი დროება არ გვიდგას, მაგრამ ამაში ფეხბურთელებს არ დავადანაშაულებ. შექმნილ ვითარებაზე სრულად ვარ პასუხისმგებელი.

უკეთ უნდა ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. ეს კრიტიკოსების გაჩუმების ერთადერთი საშუალებაა. დიდ კლუბში ან სისტემატურად უნდა იგებდე მატჩებს ან გაკრიტიკებდნენ.

პსჟ? ეს გუნდი ერთ ადგილას არ დგას, ვითარდება, ჩინებულ სეზონს ატარებს, რაც საერთოდ არ გამკვირვებია. შედეგიც სახეზეა. მწვრთნელი უნაი ემერი საქმეს დიდებულად ასრულებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული