გოლები მადრიდელთაგან ისკომ და კაზემირომ (ისკოს პასით) გაიტანეს, ხოლო მასპინძელთაგან ანგარიში 90+3-ე წუთზე როლანმა შეამცირა. ისკომ პრიმერაზე საჯარიმოდან პირველად გაიტანა გოლი.
ასე და ამგვარად, ბლანკოსმა "ბარსელონასთან" დამარცხებულ "ვალენსიას" გადაასწრო და მესამე ადგილი დაიბრუნა. 18 აპრილს, პრიმერას მორიგ ტურში "სამეფო გუნდი" "ბილბაოს" მასპინძლობს და ეს შეხვედრა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2-ფინალური მატჩის გენერალური რეპეტიცია იქნება.
შეგახსენებთ, "ბაიერნი"-"რეალი" 25 აპრილს გაიმართება.