"ლას პალმასის" პრეზიდენტი თაღლითობისათვის დააპატიმრეს

AutoSharing Option
"ლას პალმასის" პრეზიდენტი მიგელ ანხელ რამირესი თაღლითობისათვის გრან კანარიას აეროპორტში დააპატიმრეს.

Football Espana-ს ცნობით, ბიზნესმენი სოციალური უზრუნველყოფის სფეროში თანხების მითვისების ბრალდებითაა დაპატიმრებული.

საგადასახადო სამსახური ამტკიცებს, რომ მან ათეულობით მილიონი ევრო მიითვისა. აღნიშნულ საქმეზე ჩვენებას რამირესი 26 აპრილს მისცემს.

"ლას პალმასმა" ამ სეზონში უხეიროდ იასპარეზა და ვადამდე დატოვა ლა ლიგა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული