ვისურვებდი, როგორც დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი ისე დამიმახსოვრონ - ინიესტას ფრაზები ბოლო პრესკონფერენციიდან

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" 10 საუკეთესო ფრაზა გამოაქვეყნა, რომელიც ანდრეას ინიესტამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე თქვა.

10) ვამაყობ ჩემი თავით, რადგან ჩემი მიზანი "ბარსელონაში" წარმატების მიღწევა იყო და მე ეს მოვახერხე.
9) ადვილი არ არის 12 წლის ასაკში ოჯახთან დამშვიდობება, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირდა.
8) მახსოვს ჩემი დებიუტი "ბრიუგესთან", მანამდე ყველაფერი ოცნებას ჰგავდა.
7) ყველაფერი გავაკეთე და ჩემი სული აქ დავტოვე, ახლა კი სწორი დროა წასასვლელად
6) კლუბს ყველაფერი მივეცი. არასდროს არ ვიქნებოდი ბედნიერი, თუ სხვანაირად ვიფიქრებდი.
5) ყოველთვის მადლობელი ვიქნები ხალხის, რომლებმაც
უდიდესი სიყვარული მაჩუქეს.
4) დიდი პატივი იყო მესისთან ერთად მაგიური მომენტების გაზიარება. მისი მსგავსი არავინ არაა...
3) თუ ადრე ჩემი კარიერის დასრულებას წარმოვიდგენდი, ვისურვები, სწორედ ასე მომხდარიყო.
2) 22 წლის წინ აქ ჩემ ოჯახთან ერთად მანქანით ჩამოვედი და ისინი ახლა აქ არიან.
1) ვისურვებდი, როგორც დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი ისე დამიმახსოვრონ.

▶ დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღეა - ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ემოციურად დაემშვიდობა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ინიესტას ერთი დიდი ნაკლი აქვს,რომ ბარსელონაში თამაშობს.შუა სეზონში კოუტინიოს ყიდვა,რათა ლივერპული დაასუსტო მხოლოდ უნამუსო გუნდს შეუძლია.ამიტომაც ღმერთმა სასტიკად დასაჯა.საშუალო რომამ გამოაგდო მთავარი ტურნირიდან.
ლივერპულელი
12:35 29-04-2018
8
დიდი პეხბურტელი და უპრო დიდი ადამიანი, მადლობა ყველაპრისტვის კაპიტანო.
liverpuli barselonas supermarketi.
00:47 29-04-2018
1

სიახლეები პოპულარული