ვისურვებდი, როგორც დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი ისე დამიმახსოვრონ - ინიესტას ფრაზები ბოლო პრესკონფერენციიდან

AutoSharing Option
ესპანურმა "მარკამ" 10 საუკეთესო ფრაზა გამოაქვეყნა, რომელიც ანდრეას ინიესტამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე თქვა.

10) ვამაყობ ჩემი თავით, რადგან ჩემი მიზანი "ბარსელონაში" წარმატების მიღწევა იყო და მე ეს მოვახერხე.
9) ადვილი არ არის 12 წლის ასაკში ოჯახთან დამშვიდობება, მაგრამ ეს ამად ნამდვილად ღირდა.
8) მახსოვს ჩემი დებიუტი "ბრიუგესთან", მანამდე ყველაფერი ოცნებას ჰგავდა.
7) ყველაფერი გავაკეთე და ჩემი სული აქ დავტოვე, ახლა კი სწორი დროა წასასვლელად
6) კლუბს ყველაფერი მივეცი. არასდროს არ ვიქნებოდი ბედნიერი, თუ სხვანაირად ვიფიქრებდი.
5) ყოველთვის მადლობელი ვიქნები ხალხის, რომლებმაც
უდიდესი სიყვარული მაჩუქეს.
4) დიდი პატივი იყო მესისთან ერთად მაგიური მომენტების გაზიარება. მისი მსგავსი არავინ არაა...
3) თუ ადრე ჩემი კარიერის დასრულებას წარმოვიდგენდი, ვისურვები, სწორედ ასე მომხდარიყო.
2) 22 წლის წინ აქ ჩემ ოჯახთან ერთად მანქანით ჩამოვედი და ისინი ახლა აქ არიან.
1) ვისურვებდი, როგორც დიდებული ადამიანი და ფეხბურთელი ისე დამიმახსოვრონ.

▶ დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული დღეა - ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" ემოციურად დაემშვიდობა
მკითხველის კომენტარები / 9 /
ინიესტას ერთი დიდი ნაკლი აქვს,რომ ბარსელონაში თამაშობს.შუა სეზონში კოუტინიოს ყიდვა,რათა ლივერპული დაასუსტო მხოლოდ უნამუსო გუნდს შეუძლია.ამიტომაც ღმერთმა სასტიკად დასაჯა.საშუალო რომამ გამოაგდო მთავარი ტურნირიდან.
ლივერპულელი
29 აპრილი 2018 12:35
8
დიდი პეხბურტელი და უპრო დიდი ადამიანი, მადლობა ყველაპრისტვის კაპიტანო.
liverpuli barselonas supermarketi.
29 აპრილი 2018 00:47
1
სიტყვები არ მყოფნის როგორ შევაფასო ეს ადამიანი.ეს კაცი მსოფლიო ფეხბურთის მშვენება გახლდათ და ალბათ ყველა ვისაც ფეხბურთის ინჩი-ბინჩი ესმის ამას აღიარებს,მიუხედავად იმისა თუ ვისი გულშემატკივარი არ უნდა იყოს ის.დიდი ინიესტა.
ruslani
28 აპრილი 2018 23:03
0
არ ვიცი ამ კაცის წასვლის მერე ფეხბურთს ისევ ისეთი თვალით როგორ ვუყურო. შენთან ერთად ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარულიც წავა მარა იმედია ვინმე გამოჩნდება ოდესმე ვინც ისევ ისეთ სიამოვნებას მოგვანიჭებს ფეხბურთის მოყვარულებს. ინიმ თავისი ეპოქა შექმნა. უდიდესი ადამიანი ფეხბურთელი და ხელოვანი
hah
28 აპრილი 2018 20:35
0
... და ასედაც დაგიმახსოვრებთ დიდებულო!!! ვისი გულშემატკივარიც არ უმდა ვიყოთ შენ მაინც დიდი ხარ.
ტიმო
28 აპრილი 2018 17:59
0
ჰალა მადრიდ!!!
ქედს ვიხრი შენს წინაშე დონ ანდრეს...
თეთრი სული
28 აპრილი 2018 17:45
0
მე რეალის გულშემატკივარი ვარ ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, ანდრესი დააკლდება მსოფლიო ფეხბურთს, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს, მადლობა მას დიდებული სპექტაკლებისთვის, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა მისი თამაში, ნამდვილი ხელოვანი იყო. მისაბაძი ადამიანი თავისი პროფესიონალიზმით, ერთგულებით, მოკრძალებით და თავმდაბლობით, მის კარიერაზე მხოლოდ ორ სიტყვას ვიტყვი: ბრავო მაესტრო!
llcl
28 აპრილი 2018 16:39
0
ზოგადად ფეხბურთი გლოვობს, დონ ანდრეს შენ ჩვენ გულებში იქნები მუდამ, ვისკა ბარსა ! ფეხბურტი ეს დონ ანდესია ტავად
მარი
28 აპრილი 2018 16:19
0
დონ ანდრეს ინიესტა, ქედს ვიხდი შენს წინაშე რაც ჩვენ გულშემატკივრებს გვაჩუქე არ აქვს მნისჰვნელი ვის ბალეშიკობ,მსოფლიო ფეხბურტელი დონ ანდესი, ფეხბურთი ტავად ინიესტააა
ratii
28 აპრილი 2018 16:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული