კაპაროსი დროებით მწვრთნელადაა დანიშნული და თურმე, ხელფასს არ იღებს. მან განაცხადა, რომ გუნდი სეზონის ბოლომდე ჩააბარეს, სულ 3 მატჩში უხელმძღვანელებს, კლუბს ამ ხნის განმავლობაში მისთვის არც ერთი ცენტის გადახდა არ მოუწევს და არც თავად უფიქრია გასამრჯელოზე.
კაპაროსი ანდალუსიურ გუნდს 2000-05 წლებშიც ედგა სათავეში.