ლა ლიგა. XXXVIIII ტურის წინ: სხვანაირი "რეალი"

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ესპანეთში ლა ლიგის ბოლო ტურია, რომელიც იმდენად არაფრისმთქმელია, რომ უკვე ჩემპიონმა "ბარსელონამ" შუა კვირაში თავს სამხრეთაფრიკული ტურნეს უფლება მისცა.

ჩემპიონთა ლიგის 4 და ევროპალიგის 3 საგზურის მფლობელის ვინაობა, ისევე, როგორც სამივე გავარდნილისა და "პიჩიჩის" მფლობელის ვინაობა - ყველაფერი - უკვე გარკვეულია. ბოლო ტური ვერაფერს შეცვლის.

უბრალოდ, 20-დან 19 კლუბისთვის სეზონი სრულდება. რჩება მხოლოდ "რეალი", რომლისთვისაც "ვილიარეალთან" საგარეო მატჩი გენერალური რეპეტიციაა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, მაგრამ ფინალამდე ჯერ კიდევ დროა.

ასე რომ, ზინედინ ზიდანი უახლოეს რეზერვს ბოლო შანსს მისცემს, იქნებ,
რომელიმემ მოაწონოს თავი და "ლივერპულთან" სასტარტოში თამაშის უფლებაც დაიმსახუროს. არ გაგიკვირდეთ, თუ "ესტადიო კერამიკაზე" ასეთ "რეალს" იხილავთ: კასილია - ჰაკიმი, ვალიეხო, ნაჩო, ტეო - ვასკესი, კოვაჩიჩი, ლორენტე, ასენსიო - მაიორალი, ბეილი.

გარეთ ბეილი გასაგებია, მას კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ ფინალში სასტარტოში უნდა ითამაშოს...

ლა ლიგა. ბოლო ტური
შაბათი, 19 მაისი
სელტა-ლევანტე 15:00
ლეგანესი-ბეტისი 18:15
ლას პალმასი-ჟირონა 20:30
მალაგა-ხეტაფე 20:30
სევილია-ალავესი 20:30
ვილიარეალი-რეალი 22:45

კვირა, 20 მაისი
ვალენსია-დეპორტივო 14:00
ბილბაო-ესპანიოლი 18:15
ატლეტიკო-ეიბარი 20:30
ბარსელონა-სოსიედადი 22:45

ბომბარდირები: 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 25 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - იაგო ასპასი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოველთვის რაჭულად აქვეყნებთ სატურნირო ცხრილებს.
MARI XUANA
22 მაისი 2018 09:35
0
ცხრილი შეასწორეთ.
john
19 მაისი 2018 11:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული