მესის ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობა ადარდებს და გრიზმანს ელის

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლეო მესი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წარუმატებელ ასპარეზობას ბოლო უნდა მოუღონ.

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან ზედიზედ მესამედ გამოვვარდით. მომავალ სეზონში ეს აღარ უნდა მოხდეს. ვმარცხდებით გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე ძლიერები არ არიან. ეს ისევ და ისევ მეორდება. თავს უფლებას ვერ მივცემთ, ჩემპიონთა ლიგა რომ ვერ მოვიგოთ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ კარგ ფეხბურთელებთან მოედანზე ურთიერთგაგება ადვილია და გრიზმანი ერთ-ერთი ასეთია. ახლა ის საუკეთესო ფორმაშია. რაც შეეხება შეტევაში კონკურენციას, რაც მეტი მაღალი დონის ფეხბურთელები გვეყოლება, მით უკეთესია. გვინდა, "ბარსა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდი
იყოს და ამისათვის საუკეთესო ფეხბურთელები გვჭირდება", - განუცხადა ლიონელმა "მუნდო დეპორტივოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული