"ვალენსიამ" 25 წლის მცველი 10 მილიონ ევროდ დაიმატა

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, "ვალენსიამ" ლისაბონის "სპორტინგიდან" 25 წლის მცველი კრისტიანო პიჩინი დაიმატა.

"ღამურებს" აღნიშნული ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ. იტალიელი უკანახაზელი უკვე ესპანეთში იმყოფება და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

პიჩინიმ "სპორტინგის" რიგებში გასულ სეზონში 24 მატჩში ითამაშა, იქამდე კი "ბეტისში", "ლივორნოში", "სპეციასა" და ფლორენციის "ფიორენტინაშიც" ასპარეზობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული