ლა ლიგა. I ტურის წინ: ესპანეთი... ამერიკაში

AutoSharing Option
ლა ლიგა ახალ სეზონს ძალიან საინტერესო, თუმცა წინააღმდეგობრივი სიახლით იწყებს.

გაფორმდა 15-წლიანი ხელშეკრულება მულტინაციონალურ მედიაკომპანია Relevent Sports-თან, რომლის ძალითაც ლა ლიგის ცალკეული მატჩები... აშშ-ში გაიმართება.

ცხადია, აქ ლაპარაკია სოლიდურ მატჩებზე, მაგალითად, "ელ კლასიკოზე", მადრიდულ დერბიზე და ასე შემდეგ.

ცხადია, ბევრი მწვრთნელი წინააღმდეგი იქნება ხანგრძლივი გადაფრენების. ესპანელი გულშემატკივარიც ვერ იქნება კმაყოფილი, როცა ცოცხლად ვერ ნახავს საკუთარი გუნდის რომელიმე გამორჩეულ დაპირისპირებას... პრაქტიკაში დაახლოებით ამგვარი რამ უკვე დანერგილია - აგერ, რამდენიმე დღის წინ, "ბარსელონამ" და "სევილიამ" ესპანეთის სუპერთასისთვის მაროკოში იბრძოლეს...

წლებია, იტალიური გუნდები
ჩინეთში არკვევენ თავიანთი სუპერთასის გამარჯვებულს, მაგრამ ჩემპიონატის მატჩებს რაც შეეხება, ეს ცოტა უცნაური რამაა...

მოკლედ, უკმაყოფილების მიზეზიც ბევრი იქნება და კმაყოფილებისაც. ასეა, როცა საქმეში ჩარეულია ფული და Relevent Sports-ის პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი, ამერიკული ფეხბურთის კლუბ "მაიამის" მილიარდერი მფლობელი სტივენ როსი, რომელიც, თურმე, მოუთმენლად ელის ამერიკაში სახელოვანი ესპანური კლუბების სტუმრობას...

ლა ლიგა. I ტური
პარასკევი. 17 აგვისტო
22:15 ჟირონა-ვალიადოლიდი
00:15 ბეტისი-ლევანტე

შაბათი. 18 აგვისტო
20:15 სელტა-ესპანიოლი
22:15 ვილიარეალი-სოსიედადი
00:15 ბარსელონა-ალავესი

კვირა. 19 აგვისტო
20:15 ეიბარი-უესკა
22:15 რაიო ვალეკანო-სევილია
00:15 რეალი-ხეტაფე

ორშაბათი. 20 აგვისტო
22:00 ვალენსია-ატლეტიკო
23:59 ბილბაო-ლეგანესი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული