ყველაზე ცუდი დასწრება ბოლო 9 წელში - "რეალის" სტადიონი თითქმის ნახევრად ცარიელი იყო

AutoSharing Option
ესპანური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას, მადრიდის "რეალსა" და "ხეტაფეს" შორის, 48 466 ადამიანი დაესწრო.

"სამეფო კლუბისთვის" ეს 2009 წლის 24 მაისის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მაშინ "ბლანკოსი" "მალიორკას" დაუპირისპირდა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" სულ რაღაც 44 270 ადამიანი იმყოფებოდა.

"რეალის" საშინაო არენა 85 454 ადამიანს იტევს. გამოდის, რომ მადრიდელთა სტადიონი თითქმის ნახევრად ცარიელი იყო.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ეს კრიშტიანო რონალდოს წასვლამ და შეხვედრის დაწყების დრომ გამოიწვია.

ადგილობრივი დროით, მატჩი 22:00 საათზე დაიწყო, რაც საკმაოდ გვიანია.
"რეალმა" კი თანაქალაქელ "ხეტაფეს" 2:0 სძლია.

alt"რეალმა" ლა ლიგას პირველ ტურში "ხეტაფეს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული