ლუის სუარესი: პრიზები, რომლებსაც მესი ვერ იგებს, არაფერს ნიშნავს - ის ისტორიაში საუკეთესოა

AutoSharing Option
ლეო მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის მებრძოლ სამკაციან სიაში არ არის.

მისი თანაგუნდელის და მეგობრის, ლუის სუარესის აზრით, ეს ფაქტი მისი თამაშის ხარისხზე გავლენას ვერ მოახდენს.

"არ მგონია, რომ პრიზები, რომლებიც მან მოიგო ან ვერ მოიგო, რამეს ნიშნავდეს. მთავარი პრიზი არის ის, რომელსაც მოედანზე იგებ, გატანილი გოლები, მოგებული თამაშები - აი, რა არის მთავარი ჯილდო. გატანილ გოლს და ბომბარდირობას ვერავინ წაგართმევს. ეს არის ის, რასაც საკუთარი შრომით მოიპოვებ და ამისთვის სხვა ფეხბურთელების და ჟურნალისტების ხმები არ გჭირდება" - განაცხადა ლუის
სუარესმა ESPN-თან საუბრისას.

"ბარსელონას" ფორვარდის აზრით, ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

"ხანდახან საერთოდ არ არის საჭირო, მას შეხედო, რადგან იცი, რომ მისგან ბურთი სწორედ იმ ადგილას მოგივა, სადაც შენ გსურს. როცა სივრცეს ხედავ და ამ სივრცისკენ მირბიხარ, არ არის საჭირო, დაუძახო და ბურთი მოსთხოვო, რადგან მან შენზე ადრე შენიშნა ეს სივრცე, ის ყველაფერს ხედავს. აი, ამიტომ ჩემთვის და ბევრი სხვა ადამიანისთვის ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია".

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი იბრძვიან.

ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით ცხრაჯერ ლა ლიგა, ხოლო ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

იგი კატალონიური გრანდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

altლუის ენრიკე: მესი ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას

altფილიპე ლუისი: მესი საუკეთესოა - მის გარეშე ფიფას ჯილდო ნდობას კარგავს

altგარი ლინეკერი: ჯილდოს რომ მართლა საუკეთესოს გადასცემდნენ, მესი ყოველ წელს მოიპოვებდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული