ანტუან გრიზმანი: დილის 3 საათზე მეღვიძებოდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერი ანტუან გრიზმანი გასულ სეზონში მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გავარდნას საკუთარ შეცდომებს აბრალებს და "ბარსელონასთვის" უარის თქმას ყველაზე რთულ გადაწყვეტილებად აფასებს.

"მერვედფინალშიც კი ვერ გავედით. ამაში დიდი წვლილი მე მიმიძღვის, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი. უნდა ვეცადოთ და უკეთესები გავხდეთ. გასული სეზონის შემდეგ "ბარსელონასთვის" უარის თქმა ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ვესაუბრებოდი ჩემს ცოლს, მშობლებს. ვერავინ მაძლევდა ასპროცენტიან რჩევას. დილის სამ საათზე მეღვიძებოდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი" - განაცხადა ანტუან
გრიზმანმა Telefoot-თან საუბრისას.

საბოლოოდ ანტუან გრიზმანი "ატლეტიკოში" დარჩა.

გასულ სეზონში კლუბთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო და რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლებს დაეუფლა.

altანტუან გრიზმანი: მე უკვე მესის და რონალდოს დონეზე ვარ

altგასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული