"ბარსელონამ" "ვალენსია" ვერ დაამარცხა და ლიდერობა ვერ დაიბრუნა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-8 ტურში "ვალენსიასა" და "ბარსელონას" მატჩი 1:1 დასრულდა.

მიუხედავად დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობისა, "ბარსა" "ღამურებთან" ფრეს დასჯერდა.

ასულგრანამ ქვეყნის პირველობის ბოლო 4 შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 3 ფრე და 1 წაგება.

ანგარიში დებიუტში გარაიმ გახსნა, ხოლო 23-ე წუთზე მესიმ საპასუხო გოლი გაიტანა. მან კარიერაში საჯარიმოს გარედან პრიმერაზე 57-ე გოლი გაიტანა, რაც ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატზე სარეკორდო შედეგია.

"ბარსელონა" ამ ფრის შემდეგ "ატლეტიკოსთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და გალიდერებულ "სევილიას", რომელმაც საკუთარ მოედანზე "სელტას" 2:
1 მოუგო, 1 ქულით ჩამორჩება.

ვალენსია. "მესტალია". 46 249 მაყურებელი
ვალენსია - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 გარაი (2), 1:1 მესი (23)

ვალენსია: ნეტო, გარაი, პაულისტა, პაჩინი, გაია, პარეხო, კონდოგბია (კოკელინი 79), გუედესი (ჩერიშევი 12), სოლერი, გამეირო (როდრიგო 67), ბატშუაი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ვერმაელენი, პიკე, ალბა, სემედო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (დემბელე 84), არტური (რაფინია 88), მესი, სუარესი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული