თასი: მადრიდის "რეალმა" ჯავრი "მელილიაზე" იყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს ესპანეთის თასის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "რეალმა" სტუმრად 4:0 დაამარცხა "მელილია".

12-ათასიან "ალვარეს კლაროს" ტრიბუნებზე ნემსიც არ ჩავარდებოდა - ხუმრობა საქმე ხომ არაა, სეგუნდა B-ს გუნდს თვით "რეალი" ესტუმრა, მართალია არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფი, მაგრამ "რეალი" მაინც "რეალია" და მითუმეტეს ასეთი დაბალი დივიზიონის გუნდისთვის.

გოლები ბენზემამ, ასენსიომ, ოდრიოსოლამ და გონსალესმა გაიტანეს. პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში ვინისიუსმა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"რეალმა" დროებითი მწვრთნელის სანტიაგო სოლარის ხელმძღვანელობით შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნავასი, სერხიო რამოსი (ნაჩო 46), ოდრიოსოლა, სანჩესი, რეგუილონი, ვასკესი,
ლორენტე, ასენსიო (გონსალესი 83), სებალიოსი, ბენზემა (ვალვერდე 46), ვინისიუსი

განმეორებითი შეხვედრა 5 დეკემბერს მადრიდში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული