კონტემ "რეალის" ერთპიროვნულად მართვა მოითხოვა და ამიტომ არ დანიშნეს მწვრთნელად

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განმარტა, თუ რატომ არ დაინიშნა ანტონიო კონტე "სამეფო გუნდის" მწვრთნელად.

"კონტეს სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება და თან 5 ადამიანის ჩამოყვანა უნდოდა. ამას გარდა, მან ტრანსფერებზე სრული თავისუფლება მოითხოვა. ამაზე კი კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი არ დათანხმდა.

ვფიქრობ, კონტე ის მწვრთნელი არაა, რომელსაც "ბერნაბეუ" ელოდა. ის ჟოზე მოურინიოს დარად დაცვითი სტილის მწვრთნელია, გუნდს კონტრშეტევაზე ათამაშებს. პორტუგალიელის ექსპერიმენტმა დაგვანახა, რომ ეს "რეალისთვის" საუკეთესო იდეა არაა", - განუცხადა კალდერონმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული