
გამოცემის ინფორმაციით, იურგენ კლოპს შეტევის გაძლიერება სურს და ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტად ფრანგ შემტევს თვლის.
უცნობია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ამ წინადადებას კატალონიური კლუბი, რადგან უსმან დემბელეში გასულ ზაფხულს ჯამში 156 მილიონი ევრო გადაიხადეს.
21 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2017-18 წლების სეზონის დასაწყისში მივიდა და მას შემდეგ კატალონიური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი გაიტანა.