"რეალი" მზადაა ისკო 70 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
"რეალი" მზადაა, ნახევარმცველ ისკოს დაემშვიდობოს, ოღონდ ეს სიამოვნება მისი შეძენის მსურველ კლუბს იაფი ნამდვილად არ დაუჯდება.

Сalciomercato-ს ცნობით, ბლანკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის ისკოს, თუ მის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ისე, მას მსურველთა რიგი უდგას: "არსენალი", "მილანი", "იუვენტუსი" და "ნაპოლი", რომლებიც ფეხბურთელში 50 მილიონის გადახდის მზადყოფნას აცხადებენ.

"სამეფო გუნდის" ყოფილი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი რონალდოს წასვლის შემდეგ თამაშის ისკოზე აწყობას აპირებდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და სამუშაოდან დაითხოვეს.

ისკომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული