დემბელე "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, თავდამსხმელი უსმან დემბელე იანვარში "ბარსელონას" დატოვებას არ გეგმავს.

ფეხბურთელის აგენტს კლუბის ხელმძღვანელობისთვის მისი კლიენტის ტრანსფერზე დაყენება არ უთხოვია.

დემბელე დისციპლინის დარღვევის გამო შერყეული რეპუტაციის შეცვლას და გუნდში ადაპტაციის დაჩქარებას შეეცდება.

ის 2017 წელს "ბარსელონამ" "დორტმუნდისგან" 105 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ სეზონში ლა ლიგას 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

"ბარსას" ფორვარდმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ დემბელე საქმეს უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული