"რეალმა" "მელილია" 6:1 გაანადგურა და თასის მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რეალმა" ესპანეთის თასის 1/16 ფინალში საკუთარ მოედანზე მე-3 დივიზიონის "მელილიას" 6:1 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ბლანკოსმა ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით ითამაშა, მისი კაპიტანი ისკო იყო და დუბლი შეასრულა. ბოლოს ისკომ დუბლი 2017 წლის 1 ოქტომბერს "ესპანიოლთან" შეხვედრაში შეასრულა.

ასევე ორი გოლი გაიტანა ასენსიომ - უკანასკნელად მან ერთ თამაშში მეტოქის კარი ორჯერ თებერვალში "ბეტისთან" მატჩში დალაშქრა.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 55 243 მაყურებელი
რეალი - მელილია 6:1
გოლები: 1:0 ასენსიო (33), 2:0 ასენსიო (35), 3:0 სანჩესი (35), 4:0 ისკო (47), 5:0 ვინისიუსი (75), 5:1 კასმი
(81, პენ), 6:1
ისკო (83)

რეალი: ნავასი, კარვახალი (გარსია 46), სანჩესი, ვალეხო, ოდრიოსოლა, ლორენტე (სებალიოსი 47), ვალვერდე, ისკო, ასენსიო, ვინისიუსი (ფიდალგო 78), დიასი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული