ჟერარდ პიკე ესპანური კლუბის შესყიდვის პროცედურებს ასრულებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე ესპანეთის რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე კლუბ "ანდორას" შესყიდვის პროცედურებს ასრულებს, - იტყობინება Football-espana.net.

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელი ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ის კლუბ "რეუს დეპორტივოს" შეძენას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი უფრო დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბზე შეჩერდა.

"ახლა ორ პროექტზე ვმუშაობთ. პირველის მიხედვით, კლუბი უნდა შევიძინოთ, რომლის შესახებაც ჯერ ვერაფერს გეტყვით, მეორე პროექტი კი ახალ საფეხბურთო ჩემპიონატს გულისხმობს, ან არსებული ტურნირის გადაკეთებას. ორივე პროექტი შესანიშნავია" - განაცხადა პიკემ L'Équip Magazine-თან ნოემბერში.

"ანდორა" დღესდღეობით ესპანეთის რანგით მეხუთე
დივიზიონში - "პრიმერა კატალანაში" ასპარეზობს, კლუბის მაქსიმუმი კი სეგუნდა "ბ"-ში თამაშია, სადაც ის 1980-98 წლებში გამოდიოდა.

altჟერარდ პიკემ შესაძლოა საფეხბურთო კლუბი იყიდოს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული