საინტერესო მოსაზრება - პირესი: ნეიმარს დემბელე მირჩევნია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რობერ პირესმა "ბარსელონას" თავდამსხმელის უსმან დემბელეს შესახებ გამოთქვა მოსაზრება.

"ძალიან მომწონს დემბელე. ჩვენ მუდმივად მესიზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან მაგარია. ის მოედანზე ისეთ რამეებს აკეთებს, რასაც ჩვენ ბავშვობაში ვაკეთებდით.

დისციპლინის გამოსწორება მართებს. თუმცა, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. თავისი დონის და ტალანტის გათვალისწინებით, შეუძლია "ბარსას" პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს.

არჩევანი რომ მქონდეს, დემბელეს ნეიმარში არ გავცლიდი. ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, ორივე ფეხით თამაშობს, ბურთს კარგად ფლობს.

უზარმაზარი პოტენციალი აქვს, იმაზე მეტი, რაც ვნახეთ", - განუცხადა პირესმა
"მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული