ისკო: "რეალის" დატოვებას არ ვაპირებ

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ისკომ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გუნდის გამოცვლა სურს.

"აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

მადრიდში მინდა დავრჩე და ჩემს გუნდთან ერთად ტურნირები მოვიგო", - ციტირებს ისკოს As-ი.

ადრე იუწყეს, რომ "სამეფო კლუბმა" ისკო გააფრთხილა, იმ შემთხვევაში თუ უკეთ არ ითამაშებს, გუნდში არ გააჩერებენ.

მისი სამსახურით "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული