Mundo Deportivo: "ბარსელონა" 75 მლნ ევროდ "აიაქსის" ვარსკვლავს ყიდულობს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 21 წლის ჰოლანდიელმა ესპანურ კლუბში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

წყაროს ცნობით, მხარეებმა კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელთან კონტრაქტი 5 წელზე იქნება გათვლილი, ხოლო "აიაქსი" ფეხბურთელში 75 მლნ ევროს მიიღებს.

დე იონგის შეძენა ასევე პსჟ-ს, მიუნხენის "ბაიერნს" და "მანჩესტერ სიტის" სურდათ.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 15 მატჩი გამართა ჰოლანდიის ჩემპიონატში, სადაც 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

altSport: დე იონგმა "ბარსელონა" აირჩია და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

altფრენკი დე

იონგის მამა: ჩემი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული