ისკოს მეგობარი: სოლარი, შენ ფეხბურთის მკვლელი ხარ

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველ ისკოს უახლოესმა მეგობარმა აიტორ კოსტამ ინსტაგრამზე გუნდის მწვრთნელი სანტიაგო სოლარი გააკრიტიკა.

"სოლარი, შენ ფეხბურთი ისევე გესმის, როგორც მე მშენებლობა. შენ ფეხბურთის მკვლელი ხარ. შენნაირ ხალხს სახელი არა აქვს".

რაც სოლარიმ ბლანკოსი ჩაიბარა, ისკომ სრულად მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა - ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგაზე და "მელილიასთან" ესპანეთის თასზე.

ამ სეზონში მან 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

როგორც იუწყებიან, ისკოს კარიერის იტალიაში გაგრძელება სურს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული