ესპანური მედია: ფრენკი დე იონგი "ბარსელონას" ფეხბურთელი ხდება

AutoSharing Option
ესპანური გამოცემების ცნობით, "აიაქსის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

Radio Catalunya-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ მის მსურველ კლუბებს - "მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-ს აცნობა.

კატალონიური რადიოს ცნობით, დე იონგი ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად ესპანეთში დღეს გამოემგზავრება და ჯეისონ მურილოსა და კევინ-პრინს ბოატენგის შემდეგ "ბარსელონას" მესამე დანამატი იქნება.

21 წლის ფეხბურთელის ფასი 80 მილიონი ევროა. თუ ეს ტრანსფერი შედგა, ახალგაზრდა ნახევარმცველი ჰოლანდიის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდება.

ფრენკი დე იონგმა ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში 16
მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

altSport: დე იონგმა "ბარსელონა" აირჩია და კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

altფრენკი დე იონგის მამა: ჩემი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონაა"

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრენკ! შენ თუ რაკიტიჩის ადგილზე მოხვედი და ამის გამო რაკიტიჩს მოუწევს ბარსელონას დატოვება, მაშინ საიდანაც მოხვედი ისევ იქ მოუსვი. შენ თავს მე პირადად ივან რაკიტიჩი მირჩევნია, მორჩა და გათავდა.
გია1
16:21 26-01-2019
0
Amdeni ar girs gadayrili fulia.
Kika
15:35 23-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული