27 იანვარს, ლა ლიგას 21-ე ტურში "რეალმა" სტუმრად 4:2 მოუგო "ესპანიოლს".
"რეალმა" მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო, 39 ქულით მესამე ადგილზეა და 3 თებერვალს "ალავესს" უმასპინძლებს.
სერხიო რამოსმა ბლანკოსში თავურით 50-ე გოლი გაიტანა - სულ მის ანგარიშზე 83 გოლია. მან ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
"სამეფო გუნდმა" ამ სეზონში პრიმერაზე პირველად გაიტანა 3 გოლი.
კორნელა დე ლობრეგატი."RCDE სტადიუმი". 21 215 მაყურებელი
ესპანიოლი - რეალი 2:4
გოლები: 0:1 ბენზემა (4), 0:2 სერხიო რამოსი (15), 1:2 ბაპტისტაო (25), 1:3 ბენზემა (45+1), 1:4 ბეილი (67), 2:4 როსალესი (81)
გაძევება: ვარანი (72)