"ბარსელონას" პრეზიდენტი: ისკოს ტრანსფერი შესაძლებელია, ნეიმარის - არა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "რეალის" ნახევარმცველის, ისკოსა და პსჟ-ის თავდამსხმელის, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა კომენტარი.

"თუ ჩვენი მწვრთნელი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს, მას კი "რეალიდან" წასვლა უნდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. თუმცა, რაც აქ ვმუშაობ, ასეთი რამ არ მომხდარა.

არანაირი თავდაუსხმელობის ფაქტი არ არსებობს. ყველა გუნდს უნდა, გაძლიერდეს.

ისკო? "რეალის" პატივისცემის გამო ამ საკითხს მადრიდული კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან განვიხილავ.

ნეიმართან და მის მამასთან არ მილაპარაკია, დაბრუნების თაობაზე არც მას არ დაურეკავს. შემდეგი სეზონისთვის ნეიმარის დაბრუნებას არ განვიხილავთ. ის პსჟ-ის
ფეხბურთელია და არა მგონია, შეელიონ", - განუცხადა ბარტომეუმ El Partidazo de COPE-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული