"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ტრავმის გამო შესაძლოა, "რეალთან" მომავალ ორ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
ლა ლიგას 25-ე ტურში მან "სევილიას" გოლი გაუტანა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გასახდელში გადაღებული სურათი ტვიტერზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ურუგვაელს მუხლზე ყინული აქვს დადებული.
27 თებერვალს "რეალი" ესპანეთის თასის განმეორებით მატჩში უმასპინძლებს "ბარსას", 4 დღის სემდეგ კი ეს გუნდები პრიმერას მორიგ ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.
სუარესმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.