"ბარსელონამ" "რეალი" "ბერნაბეუზე" შეარცხვინა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად "რეალს" 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილობდნენ, უფრო პოზიციური ბრძოლა მიდიოდა, "ბარსელონა" აგრესიულად ვერ უტევდა, "რეალს" კი სამი კარგი მომენტი ჰქონდა (ორი ვინისიუსს და ერთი ბენზემას), მაგრამ ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შესვენების შემდეგ გამოიყენა სუარესმა, რომელმაც აქტიური დემბელეს გადაცემულ ბურთს ნავასის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მასპინძლებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა რეგილიონმა და ვინისიუსმა შანსი ვერ გამოიყენეს და კონტრიერიშზე დემბელეს ჩაწოდებულ ბურთზე სუარესთან ბრძოლისას ვარანმა ავტოგოლი გაიტანა. მერე
კაზემირომ სუარესი საკუთარ საჯარიმოში მოცელა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა მოიყვანა სისრულეში (პანენკას სტილში) და ყველაფერი დასრულდა.

სუარესმა ბლანკოსს 13 მატჩში 11 გოლი გაუტანა. რაც ის "ბარსაში" გადავიდა, "რეალის" კარში ამდენი გოლი არავის არ გაუტანია.

"ბარსელონა" მიჯრით მეექვსედ გავიდა ფინალში, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

ეს გუნდები 2 მარტს ამავე სტადიონზე ლა ლიგას მორიგ ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 80 472 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (50), 0:2 ვარანი (69, საკ. კარსი), 0:3 სუარესი (73, პენ)

რეალი: ნავასი, ვარანი, რეგილიონი, კარვახალი, რამოსი, მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 75), ვასკესი (ბეილი 68), კროოსი, ვინისიუსი (ასენსიო 81),  ბენზემა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი (არტური 86), დემბელე (კოუტინიო 75), სემედუ, მესი, სუარესი (ვიდალი 78)

altდასისხლიანებული მუხლი - აი, ასე ჩაამთავრა "ბარსელონასთან" მატჩი ვარანმა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს თამაში სუარესმა და ტერ შტეგენმა მოიგეს.
!!!!!
28 თებერვალი 2019 09:22
0
და დემბელემ კიდე.
giglia
28 თებერვალი 2019 12:38
0
აი ასე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ როლანდო იყო ამ გუნდის ძირითადი ლიდერი. თუმცაღა ამ თამაშის შემხედვარე, დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშს რეალი მ-ო-ი-გ-ე-ბ-ს.
დათო
28 თებერვალი 2019 08:46
13
თორე რონალდოს დროს არ გაუფარჩაკებია ბარსას რეალი
ჰმ
28 თებერვალი 2019 09:38
0
Ronaldo rom iko kho naklebi angarishit agebda barsastan
Tolika
28 თებერვალი 2019 08:37
2
რეალის 7-ანი კიდე დიდხანს იქნება გასახდელში რონალდოს ჩრდილქვეშ. რაული უკეთესი შვიდიანით შეიცვალა თავის დროზე და ეხლა ???????? გავა კიდე 20 წელი და იქნებ რამე გამოჩნდეს.
7
28 თებერვალი 2019 03:11
2
სირცხვილი და თავის მოჭრა რეალს... ნწ ნწ ნწ... :))) მიეჩვია რეალიც გაფარჩაკებას და რაღა ქნას :D
ლევან BARCA
28 თებერვალი 2019 02:27
0
სასწაული თამაში იყო. რეალი ვინისიუსის მუხტით თამაშობდა, რომელიც აკეთებდა და არანაკლებს აფუჭებდა. მესიმ ჩააგდო თამაში და არც დანარჩენები ბრწყინავდნენ, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ მოიგო როგორც მწვრთნელის ასევე წინა ხაზის მოთამაშეების. გოლეადორი თავდამსხმელის გარეშე და მეკარის გაუგებარი როტაციით (ნავასი უთამაშებლობით ფორმაში არ არის - ბურთი არც კი მოხვედრია, ფეხით და გამოსვლაზე თამაში არც იყო მაგის ძლიერი მხარე და ახლა საერთოდ უცხოსავით იდგა კარში) აი ეს შედეგია, დანარჩენებიც ბუნებრივად დემოტივირებულები არიან 5 წელში 4 ლიგის მოგების შემდეგ და გუნდს ახალი ღერძი და ჟინი ესაჭიროება, რაც დააგვიანეს რეალის ბოსებმა. ყველაფრის მიუხედავად ბარსას 3:0 ამ თამაშში უცნაურზე გაცილებით მეტია.
???
28 თებერვალი 2019 02:18
14
ჯერ სად არის, სამ დღეში კიდე მოუგებს
irakli
28 თებერვალი 2019 02:02
5
ისე მაინც ნუ იბლატავებთ!
ზური
28 თებერვალი 2019 02:00
6
მერამდენედ მართლა სირცხვილია ეს ყველაფერი, კარგი ფეხბურთელები ჭირდებათ, მესის არაფერი გაუკეთებია მაგრამ!!!
ზაზა
28 თებერვალი 2019 01:58
5

სიახლეები პოპულარული