"ბარსელონამ" "რეალი" "ბერნაბეუზე" შეარცხვინა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, ესპანეთის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად "რეალს" 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილობდნენ, უფრო პოზიციური ბრძოლა მიდიოდა, "ბარსელონა" აგრესიულად ვერ უტევდა, "რეალს" კი სამი კარგი მომენტი ჰქონდა (ორი ვინისიუსს და ერთი ბენზემას), მაგრამ ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ შესვენების შემდეგ გამოიყენა სუარესმა, რომელმაც აქტიური დემბელეს გადაცემულ ბურთს ნავასის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მასპინძლებს ორჯერ მიეცათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა რეგილიონმა და ვინისიუსმა შანსი ვერ გამოიყენეს და კონტრიერიშზე დემბელეს ჩაწოდებულ ბურთზე სუარესთან ბრძოლისას ვარანმა ავტოგოლი გაიტანა. მერე
კაზემირომ სუარესი საკუთარ საჯარიმოში მოცელა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავად დაზარალებულმა მოიყვანა სისრულეში (პანენკას სტილში) და ყველაფერი დასრულდა.

სუარესმა ბლანკოსს 13 მატჩში 11 გოლი გაუტანა. რაც ის "ბარსაში" გადავიდა, "რეალის" კარში ამდენი გოლი არავის არ გაუტანია.

"ბარსელონა" მიჯრით მეექვსედ გავიდა ფინალში, რაც ამ ტურნირის რეკორდია.

ეს გუნდები 2 მარტს ამავე სტადიონზე ლა ლიგას მორიგ ტურში შეხვდებიან ერთმანეთს.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 80 472 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 სუარესი (50), 0:2 ვარანი (69, საკ. კარსი), 0:3 სუარესი (73, პენ)

რეალი: ნავასი, ვარანი, რეგილიონი, კარვახალი, რამოსი, მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 75), ვასკესი (ბეილი 68), კროოსი, ვინისიუსი (ასენსიო 81),  ბენზემა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი (არტური 86), დემბელე (კოუტინიო 75), სემედუ, მესი, სუარესი (ვიდალი 78)

altდასისხლიანებული მუხლი - აი, ასე ჩაამთავრა "ბარსელონასთან" მატჩი ვარანმა

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჯერ სად არის, სამ დღეში კიდე მოუგებს
irakli
28 თებერვალი 2019 02:02
5
სირცხვილი და თავის მოჭრა რეალს... ნწ ნწ ნწ... :))) მიეჩვია რეალიც გაფარჩაკებას და რაღა ქნას :D
ლევან BARCA
28 თებერვალი 2019 02:27
0
ეს თამაში სუარესმა და ტერ შტეგენმა მოიგეს.
!!!!!
28 თებერვალი 2019 09:22
0
და დემბელემ კიდე.
giglia
28 თებერვალი 2019 12:38
0
ახლა დაიწყება ბაზარი რეალს რონალდო რომ ყოლოდა მიანგრევდაო,ბარსას რომ ტერ შტეგენი არ ყოლოდაო,ბებიას რომ ყვ....ი ქონებოდა ბაბუა იქნებოდაო და ა.შ. არადა როცა რონალდო ბრძანდებოდა რეალში მაშინ ხომ საერთოდ ვერ უგებდა ბარსა რეალს:-) :-) :-)ბოლო რამდენი წელია სანტიაგო ბერნაბეუს ადუმებს ბარსა და რონალდო მხოლოდ ეს წელია აღარაა მაქ.ზოგს არ უნდა სიმართლეს შეხედოს თვალებში.
გულშემატკივარი
28 თებერვალი 2019 14:03
3
ბოლოს როდის მოუგო სანტიაგო ბერნაბეუზე რალმა ბარსას მგონი თვითონაც არ ახსოვს,მოუგო კიარა როდის აღარ წააგო :-)
ბარსა,ბარსა,ბარსააააააააააა !!!!!
ჰა ჰა ჰაააა
28 თებერვალი 2019 10:36
2
კიდევ ერთხელ დამტკიცედა ვინაა საუკეთესო მერამდენე წელია ტავზე გახევთ ბურთს ერთI რონალდო გშველოდათ და ისიც გააქციეთ შაბათსაც იგივეს ელოდეთ :D
huseina
28 თებერვალი 2019 14:21
1
ნავასმა არ მათამაშებთ არ მათამაშებთ, ეს ბუღალტერია რაღას შემომტენეთო(კურდღლის პონტში) :D
Mefe333
28 თებერვალი 2019 10:17
0
ისე ნამუსიც კაი საქონელია როცა ბარსას ფანი რეალს დასცინის, რა იყო თქვენი მიზანი თუ მარტო რელთან მოგებაა კი ბატონო, მარა ისე თასების რაოდენობაც დათვალეთ ხოლმე, თან ჩემპიონთა თასების....
ქართველი
28 თებერვალი 2019 10:46
27
იმ თასს ჩემპიონთა თასი თუ ჰქვია, რეალი ჩემპიონი ვერ ხდება და შესაბამისად არც ის თასები ეკუთვნოდა ლოგიკურად, თან გაიხსენეთ ბაიერნთან ორჯერ და იუვენტუსთან გამართული თამაშები.
ოთო
28 თებერვალი 2019 11:51
2
ქართველო! ეგ ყველაფერი გავიგეთ, რომ რეალს ამდენი ტიტულები აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. დღეს ვთამაშობთ დღევანდელი დღით და რეალობა ეს არის. ისე ბარსას და რეალის ფანებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ასე ჯობია.
გია1
28 თებერვალი 2019 11:49
0
ყველა გამოხმაურება
რეალმა აჯობა მაგრამ ბარსას უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ყავს და მოიგო

ისე კი ის რასაც ბარსა ოცნებობს რეალმა მარტო ბოლო 5 წელიწადში ოთხჯერ მოიგო. ამიტომ ბარსა რეალთან ახლოსაც ვერ მივა მიღწევებით :):):)
sormona
28 თებერვალი 2019 10:42
22
სიმონა. ისე იძახი ბარსას გამოცდილი ფეხბურთელები ყავსო, თითქოს რეალს არ ყავს გამოცდილი მოთამაშეები?!
კობა
28 თებერვალი 2019 11:51
1
ფორვარდი რო არ ყავს როგორ ეტყობა რეალს. ბენზემამ მე ვარ ლიდერი ეხლაო წუხელ რას შვრებოდა ეგ იდიოტი. მოკლედ რონალდო რო ყოლოდა პირველ ტაიმშივე მოუმთავრებდნენ ბარსას საქმეს. ან აზარის დონის ფორვარდია საჭირო
გოგა
28 თებერვალი 2019 13:06
11

სიახლეები პოპულარული