"ვალენსიამ" "ბეტისს" სძლია და ფინალში "ბარსელონას" შეხვდება

AutoSharing Option
1-ელ მარტს, ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო "ბეტისს" (პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა) და ფინალში გავიდა.

პირველ მატჩს "ბეტისი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ვალენსიამ" ანგარიშის გათანბრება მოახერხა, სახლში კი ფრთხილად, კონტრშეტევებზე ითამაშა და ამან შედეგი გამოიღო.

"ვალენსია" 10 წლის შემდეგ პირველად გავიდა თასის ფინალში.

გადამწყვეტ შეხვედრაში "ვალენსია" 25 მაისს "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ვალენსია. "მესტალია". 45 222 მაყურებელი
ვალენსია - ბეტისი 1:0
გოლი: როდრიგო (56)

ვალენსია: დომენეკი, გაბრიელი, გაია, პიჩინი, რონკალია, ვასი (სოლერი 75), პარეხო, კოკლენი, გედეში, გამეირო (დიაკაბი 85),
როდრიგო (ჩერიშევი 68)

ბეტისი: რობლესი, სიდნეი (ფედალი 84), მანდი, ბარტრა, ლო ჩელსო, კანალესი, გუარდადო (ტელო 79), კარვალიუ, ხესე, გერერო (მორონი 65), სანჩესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული